Insurance State Supervision Service of Georgia

10/29/2024 | Press release | Archived content

ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის რეგიონული კონფერენცია ბუდაპეშტში

28-29 ოქტომბერს, უნგრეთის ეროვნულმა ბანკმა დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაციის (IAIS - International Association of Insurance Supervisors) ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის (CEET - Central, Eastern Europe and Transcaucasia) ყოველწლიურ რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა. უნგრეთის ეროვნული ბანკის მიწვევით, ბუდაპეშტში იმყოფებოდა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი.

CEET რეგიონალურ კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე სადაზღვევო ტენდენციებზე და საზედამხედველო პრაქტიკაზე, მდგრადობაზე (ESG), კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ რისკებზე, მათ შორის greenwashing, ციფრულ ინოვაციებზე, Fintech, Suptch და კიბერ უსაფრთხოებაზე. დღის წესრიგი ასევე მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: გადახდისუნარიანობა II (Solvency II) დირექტივაში შესული ცვლილებები და რეგიონული თვალსაზრისით, სადაზღვევო სფეროს განვითარების გამოწვევები. კონფერენციაზე ასევე საუბარი შეეხო IAIS-ის ყოვლისმომცველ და შედეგზე ორიენტირებულ ჩარჩოს - ComFrame და IAIS-ის დაზღვევის ძირითადი სტანდარტების (ICP) იმპლემენტაციის დანერგვისა და შესაძლებლობების განვითარების საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) წარმოადგენს დაზღვევის საზედამხედველო სტანდარტების დამდგენ ორგანოს, რომელშიც გაწევრიანებულია 200-ზე მეტი ორგანიზაცია. საქართველოს სადაზღვევო სისტემა და კანონმდებლობა, ისევე როგორც სხვა ქვეყნის დაზღვევის ზედამხედველები და რეგულატორები, ეტაპობრივად შესაბამისობაში უნდა მოვიდენენ მათ მიერ დადგენილ საერთაშორისო საზედამხედველო სტანდარტებთან.

CEET-ის რეგიონში შემავალი წევრი ქვეყნები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, საქართველო, ხორვატია, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, სრპსკა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, თურქეთი.

რეგიონული კომიტეტის ფარგლებში ჩატარებული ყოველწლიური შეხვედრები, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ითვლება და მიზნად ისახავს, რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა-გაზიარებას ორგანოზაციის წევრებს შორის.